უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მაღალჩინოსანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, სანქციები დაუწესა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური განაცხადებით, სანქციების დაწესების მიზეზი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან მუშაობა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამართლებაა.
განცხადებაში უშიშროების სამსახურმა აღნიშნა, რომ 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. ისინი პრორუსულ ნარატივებს უწყობდნენ ხელს და რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში ამართლებდნენ.
„სასულიერო პირების უმეტესობა ცხოვრობს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს უშიშროების სამსახური.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა
👉 ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა
👉 უკრაინელებმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი