მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზულია - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭომ მიერ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვრის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა. 

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში დასრულდა სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის შეგნებული დესტაბილიზებით, მაგრამ მსოფლიოს მაინც არ შეუძლია მისი ნამდვილი ენერგეტიკული განიარაღება გადაწყვიტოს. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, მაინც როდის გახდება უფრო სერიოზულ ინსტრუმენტების გამოყენება საჭირო?!

სამწუხაროა, რომ ეს დრო ხელიდან იქნება გაშვებული. ლოგიკა აშკარაა - თუ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 60 დოლარია ნაცვლად, მაგალითად, 30-ისა, რომელზედაც ამბობდნენ, კერძოდ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს ფული არა მხოლოდ ომზე და არა მხოლოდ რუსეთის მიერ სხვა ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების სპონსორობაზე წავა, ეს ფული წავა ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა

👉 უკრაინელებმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა

👉 „პუტინისთვის იმის ჩვენებაა, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“ - გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია