მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

ეკატერინა ტიხონოვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, FreeDom-ის მიხედვით, 35 წლის ეკატერინა ტიხონოვა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაა, იმპორტირებული აღჭურვილობის რუსულით ჩანაცვლების პრაქტიკის შემუშავება.

„რა არის იმპორტის ჩანაცვლება იმ ლოგიკაში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და რომელსაც მივყვებით. არსებითად, ეს არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს შეიძლება გახდეს ეკატერინა ტიხონოვას ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის წინაპირობა.

„მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილი გააკონტროლებს აკრძალული დასავლური საქონლის ნაკადს რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით, რადგან პუტინმა დააკანონა პარალელური იმპორტი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით... ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“, - წერს უკრაინული მედია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

👉 „ნატოს ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე“ - სერგეი ლავროვი

👉 „არცერთი სანქცია არ მოიხსნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობის შემთხვევაში“ - ოლაფ შოლცი

👉 ლავროვი: უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია