მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერთიანებულმა სამეფომ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

პუტინის შვილი

შეერთებული შტატების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებიც დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კატერინა ვლადიმეროვნა ტიხონოვასა და მარია ვლადიმეროვნა ვორონცოვას აქტივები გაიყინა.

საგარეო უწყებამ სანქციები ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილებსაც დაუწესა. აღნიშნული შეზღუდვები, მათთვის სამგზავრო აკრძალვებსა და მათი ქონების გაყინვაში გამოიხატება.

„გაერთიანებული სამეფო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ზრდასრულ ქალიშვილებს სანქციებს უწესებს. შეზღუდვები მათთვის მოგზაურობის აკრძალვასა და ქონების გაყინვაში გამოიხატებ“, - ამის შესახებ PA Media, საგარეო უწყების განცხადებას ციტირებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მიხაილო პოდოლიაკი: მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი ომის მომავალში გადადებას ნიშნავს

➖ მნიშვნელოვანია სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, რადგან ეს აიძულებს პუტინს ომი შეაჩეროს - კელი დეგნანი

➖ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

➖  „დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“ - ბორის ჯონსონი

➖ უკრაინაში 1611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

➖ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროთი გაზრდის - შარლ მიშელი

➖ რუსული ძალები ომის დანაშაულს სჩადიან, რუსეთის ადგილი  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის - ჯო ბაიდენი

➖ აშშ უკრაინას დიდი მოცულობით სტინგერებს, ჯაველინებს და დრონებს უგზავნის