მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას rbc ავრცელებს. 

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა, ითვალისწინებს ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვაზე კონტროლს, არარეზიდენტებზე უცხოური ვალუტით დაკრედიტების აკრძალვას და რუსების მიერ უცხოურ ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვას.

ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ შეერთებული შტატების და მათ მიერ შეერთებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“.

განკარგულების თანახმად:

✔️ ექსპორტიორებმა უპრობლემოდ უნდა გაყიდონ სავალუტო შემოსავლის 80%

✔️ ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის რეალიზაციის წესს ცენტრალური ბანკი ადგენს

✔️ რუსეთის რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება რუსეთის ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშებზე

✔️ რეზიდენტებს, ასევე, ეკრძალებათ ფულის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ მოწოდებული გადახდის ელექტრონული საშუალებებით

ამავე თემაზე:

👉 უკრაინის არმიამ რუსული საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა, რომელშიც დეტალურად წერია ომის დაწყების და დასრულების თარიღები

👉 რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ - ქონების შენარჩუნების ახალი ტაქტიკა

👉 ისტორიული გადაწყვეტილება - ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში სასწრაფო გაწევრიანებას დათანხმდა

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება - უკრაინის შს სამინისტრო

👉 უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მისი ტერიტორიის გავლით - reuters

👉 უკრაინელი მღვდელმსახურები რუსეთის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ

👉 ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა