მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირანის ციხეში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა - Rueters

ირანის ციხეში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის „ევინის“ ციხეში გაჩენილ ხანძარს ოთხი პატიმარი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა ამის შესახებ Reuters წერს.

ირანის ხელისუფლების განაცხადებით, ციხის სახელოსნოს ცეცხლი წაუკიდეს „მას შემდეგ, რაც ჩხუბი მოხდა ფინანსურ დანაშაულსა და ქურდობაში მსჯავრდებულ პატიმრებს შორის“. 

როგორც ცნობილია, ირანის უდიდეს ციხეში ბუნტი გამოიწვია ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება.

ცნობისთვის, 22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მექსიკის ბარში სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა

👉 „მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას, ყველაფერს ნაღმავენ, რაზედაც ხელი მიუწვდებათ“ - სერგეი გაიდაი

👉 „მელია უკვე „მაშველი რგოლია“ ხელისუფლების“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ოკუპანტებმა ხერსონიდან ბანკებისა და „სახელმწიფო დაწესებულებების“ ქონება წაიღეს - უკრაინის გენშტაბი

👉 „ჩინეთი და ინდოეთი ვალდებულნი არიან, გაუგზავნონ ძალიან მკაფიო და გადამწყვეტი გზავნილი რუსეთს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ იფიქრონ“ - ჯეიკ სალივანი