ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე წერს. მისი თქმით, მელია ხელისუფლების „მაშველი რგოლია“.
„ცხელი შემოდგომაო“ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა - მელიამ დააანონსა. „ცხელი“ არა და „მწარე“ - ჯოჯოხეთური შემოდგომა კი დაგვიდგა. (აბა მოუხმე ახლა შენს „ტროლ-ბოტებს“, ნიკა, იქნებ ბიძინას - „ოცნების“ ბოტებს ამ „შეჯიბრში“ მაინც აჯობო“, - წერს ჩარკვიანი.
პოსტის კომენტარში კი ჩარკვიანი აღნიშნავს:
„ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც არ იბრძვის და აძინებს პროცესს, ის ოპოზიციონერი და მით უმეტეს ლიდერი არ არის -აღარ არის, ის „მაშველი რგოლია“ უკვე (ნებსით თუ უნებლიეთ) ხელისუფლების“.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ოკუპანტებმა ხერსონიდან ბანკებისა და „სახელმწიფო დაწესებულებების“ ქონება წაიღეს - უკრაინის გენშტაბი
👉 ბელორუსში საზღვრების დასაცავად 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო
👉 „აშშ არ მოითმენს რუსეთის ბირთვულ თავდასხმებს რაიმე ფორმით“ - ჯეიკ სალივანი
👉 უკრაინამ იგორ გირკინის დაკავებისთვის 100 000$-იანი ჯილდო დააწესა - უკრაინის დაზვერვა