მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა, ეგვიპტემ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირი რუსულის ნაცვლად ისრაელის გაზს შეიძენს

ისრაელმა, ეგვიპტემ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ. მიწოდება ჩაანაცვლებს ევროპაში ენერგიის იმპორტს რუსეთიდან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე დაწერა.

მემორანდუმის თანახმად, ისრაელი ბუნებრივ აირს მილსადენით ეგვიპტეში შეიტანს, სადაც ის გადამუშავდება თხევად ბუნებრივ გაზად და შემდეგ მიეწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება იქნება პირველი, რომელიც საშუალებას მისცემს ისრაელის გაზის „მნიშვნელოვან“ ექსპორტს ევროპაში.

ეგვიპტე, ასევე, გაზის მწარმოებელია, მაგრამ მისი ექსპორტი შეზღუდულია შიდა მოთხოვნის ზრდის გამო.

„დღეს ეგვიპტემ და ისრაელმა აიღეს ვალდებულება, გაუზიარონ ბუნებრივი აირი ევროპას და დაეხმარონ ენერგეტიკულ კრიზისში“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა კარინ ელჰარარმა კაიროში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

შეთანხმება აღიარებს, რომ ბუნებრივი აირი ცენტრალურ როლს ითამაშებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე 2030 წლამდე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 „რუსული და უკრაინული არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ რაიონში 10-დან 1-მდეა, უკრაინის სამხედროებს იარაღი ძალიან აკლიათ“ - მიხაილო პოდოლიაკი

📢 „პარტნიორების მიერ მოწოდებული ჰაუბიცები უკვე ფრონტზეა, მაგრამ უკრაინას სჭირდება გაცილებით მეტი მძიმე იარაღი“ - ანდრეი ერმაკი

📢 „უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს და ქვეყნის ხელმძღვანელობას არ სურს, ფხიზელი თვალით შეხედოს სიტუაციას“ - დმიტრი პესკოვი

📢 „ომი შესაძლოა, უკრაინის ფარგლებს გასცდეს“ - იაროსლავ კაჩინსკი

📢 [გამოკითხვა] გეგმავთ აქციაზე წასვლას?