მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯერჯერობით რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განიხილავს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ განიხილავს. ამის შესახებ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით Pravda იუწყება.

მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ ფედერაცია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის მომდევნო ეტაპს, ომის ახალ ფაზას იწყებს.

„ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის ვარიანტს განვიხილავთ. მიუხედავად ამისა, რუსეთი უკრაინაში სპეციალური ოპერაციის მომდევნო ფაზას, ომის ახალ ეტაპს იწყებს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი „უკრაინის რეჟიმის“ შეცვლას თავად არ აპირებს, ვინაიდან „ხალხს არჩევანის თავისუფლება თვითონვე უნდა ჰქონდეს“.

ცნობისთვის, მარტის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, არცერთი სცენარით არ აპირებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 რუსულმა ტანკმა საკუთარ ჯარისკაცს გადაუარა - უკრაინული მედია

👉 „უკრაინაში გერმანული ტანკები პუტინს კი არ შეაჩერებენ, არამედ თავად გერმანიას, ეს ძალიან საშიშია მათთვის“ - რუსული მედია

👉 რუსებმა აღმოსავლეთით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა არ ჩანს - გაერო

👉 ბუჩასა და ირპენში თავდასხმებმა შეანელა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული კურსი - ერდოღანი

👉 რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ნახევარი - ამერიკელი გენერალი