კანადამ გაამკაცრა სანქციები რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ, რომლებიც ფინანსური შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ. ახლა დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკ მენდიცინომ Twitter-ზე განაცხადა.
„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას დავაყენებთ მის დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ დაახლოებით 1000 რუსს - მათ შორის პუტინსა და მის თანამზრახველებს - კანადაში შესვლას“, - წერს მენდიცინო.
In the face of the Putin regime's brutal attack, Canada stands with Ukraine – and we will hold Russia accountable for its crimes.
— Marco Mendicino (@marcomendicino) May 17, 2022
That's why we just announced that we’re banning roughly 1,000 Russians - including Putin and his accomplices - from entering Canada.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში პუტინის რეჟიმის დამხობის საფრთხის გამო შეიჭრა - უკრაინული მედია