მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადამ უკრაინისთვის დამატებით 733 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა კანადისგან მიიღო 773 მილიონი აშშ დოლარის სესხი შეღავათიანი პირობებით.

თანხა უკრაინამ მიიღო კანადასთან დადებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად. სესხის ვადა 10 წელია, საპროცენტო წლიური განაკვეთი 1,69%.

„მადლობელი ვარ კანადის მთავრობისა და პირადად ვიცე პრემიერ-მინისტრის, კანადის ფინანსთა მინისტრის კრისტია ფრილანდის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს კანადის ლიდერობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გადამწყვეტი დროა უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ.

თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად. კერძოდ, პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების უზრუნველსაყოფად.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინს სურდა, რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულად აქცია, კრემლის ერთადერთი მოკავშირე სირიაა“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 „უკრაინა იმ საზღვრებში აღარ არსებობს, რომელშიც ადრე იყო და აღარასდროს იარსებს“ - მარია ზახაროვა

👉 ბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება, თავს ორი მიმართულებით დაესხმება - ოლეგ ჟდანოვი

👉 „შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, ომი დაეწყო უკრაინაში“ - ანგელა მერკელი