მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყარაბაღში 19 დაშავებული სამხედროდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა“ - სომხური მხარე

სომეხი სამხედროები მთიან ყარაბარში

სომხური მხარე იუწყება, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანელ სამხედროებთან მომხდარი შეტაკებების დროს 19 სამხედრო დაშავდა

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 19 სამხედროდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, სომხები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ზოგან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარღვიეს. 

სომხები იმედოვნებენ, რომ „რუსეთის სამხედრო სარდლობის შუამავლობით სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ნაბიჯები გადაიდგმება“.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცხლი გახსნა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს და აგრესიულ ქმედებებში სდებს ბრალს

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო