მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები

რუსი სამხედროს ფორმა

რუსეთის დამარცხებამ ლიმანთან კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა და ნეგატივი გამოიწვია რუსულ საინფორმაციო სივრცეში, ვიდრე რუსების გაყვანამ კიევიდან, ზმეინის კუნძულიდან ან თუნდაც ხარკოვიდან, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს.

კრემლის ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განცხადებამ ძირი გამოუთხარა კრემლის მცდელობებს წარმოეჩინა ომში წარმატება.

ანალიტიკოსების თქმით, დამარცხების შედეგები რუსეთის ფართო საზოგადოებისთვის უკვე ნათელი გახდა. 

„რუსებს ახლა ეშინიათ ბრძოლის ველზე. დამოუკიდებელმა რუსულმა სოციოლოგიურმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი შიშობს, რომ უკრაინის ომმა შეიძლება საერთო მობილიზაცია გამოიწვიოს.

რუსები, ასევე, მიიჩნევენ, რომ კრემლი ახორციელებს ნაწილობრივ მობილიზაციას - რომელიც უნდა შემოიფარგლებოდეს კვალიფიციური რეზერვისტების გამოძახებით“, - განმარტავენ ექსპერტები.

ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეს რუსულმა საინფორმაციო სივრცემ საგრძნობლად გადაუხვია კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნარატივს. სამხედრო სარდლობის კრიტიკა დაიწყო სამთავრობო არხების ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

✔️ იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი

✔️ ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება - ნიკო ლანგი

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?