მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

ირანის დროშა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ „რეფერენდუმებს“ არ ცნობს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა „რეფერენდუმებზე“ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ირანი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს მხარს უჭერს. 

„ირანი მხარს უჭერს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ და ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას მხარეებს ამის მიღწევაში დაეხმაროს. 

ირანის ისლამური რესპუბლიკა ეყრდნობა თავის ძირითად პრინციპებს, ხაზს უსვამს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმის სრულ დაცვას და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების პატივისცემას“, - განაცხადა ქანაანმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუს ოფიციალურ პირებს უჭირთ ოფიცრების პოვნა, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს - ბრიტანული დაზვერვა

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები