მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარკოვის მახლობლად უკრაინელების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს - ბრიტანელი ექსპერტი

ხარკოვის მახლობლად უკრაინელების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს

ხარკოვის მახლობლად უკრაინელი სამხედროების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს, - ამის შესახებ  ბრიტანელმა ექსპერტმა, ომის კვლევების სამეფო კოლეჯის მკვლევარმა მაიკ მარტინმა განაცხადა. 

ექსპერტის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფრონტზე კულმინაცია დაიწყო: რუსული ძალები შეტევიდან თავდაცვაზე გადავიდნენ და პირიქით - უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.

„ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია ორ რეგიონში: ხარკოვსა და ხერსონში. კერძოდ, ამ უკანასკნელში უკრაინელებმა მტერი უკან დააბრუნეს ქალაქში, რაც გაართულებს რუსეთის მიერ რეგიონის დაგეგმილ ანექსიას“, - აღნიშნა მარტინმა.

მარტინის თქმით, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული ჯარები ქალაქის საარტილერიო ზოლიდან და ერთ ადგილას კი საერთაშორისო საზღვრიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით. 

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უკეთესი უკრაინისთვის და არა რუსეთისთვის. უკრაინელების მორალი მაღალია. დასავლეთიდან მიწოდება იზრდება და უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდა“, - განაცხადა ბრიტანელმა ექსპერტმა. 

ექსპერტების აზრით, რუსული არმიის შეტევა დაბალია. უფრო მეტიც, ზოგან მთლიანად განადგურებულია - მარაგი შეზღუდულია. სავარაუდოდ, რუსეთის არმიას ამოიწურება ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალები და სანქციები სულ უფრო შეზღუდავს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას ახალი იარაღის წარმოებაში.

„ვფიქრობ, ახლა, როდესაც ჩვენ დავინახეთ რუსული ქმედებების კულმინაცია, ჩვენ ასევე დავინახავთ უკრაინელების გამბედაობას ბრძოლის ველზე - ალყაში მოქცევა, თავდასხმები სამეთაურო პუნქტებზე და ა.შ.“, - დასძინა მარტინმა.

ექსპერტის თქმით, უკრაინულ ჯარში შესაძლებელია  შიშისა და პანიკის დათესვა. 

„ამიტომ,  უკრაინელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შიშისა და პანიკის შექმნაზე რუსეთის ჯარებში. ამით ისინი, სავარაუდოდ, მათ შორის სრულ კოლაფსს გამოიწვევს“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შეიყვანა - ექსპერტმა უკრაინა სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

👉 რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი

👉 ისინი იმსახურებენ დედამიწის ზედაპირზე დგომას და მზის ხილვას - აზოვსტალში დარჩენილი სამხედროების ოჯახები ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავენ

👉 უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

👉 პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება