მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შეიყვანა - ექსპერტმა უკრაინა სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო

სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო გამოეხმაურა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სევასტოპოლიდან შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავის გაყვანის შესახებ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გაიზარდოს სარაკეტო თავდასხმის რისკი. მათ აქვთ თითო ოთხი კალიბრის რაკეტა. ზოგადად, ეს არ ცვლის სიტუაციას. ჩვენ უკვე გამოვიარეთ სარაკეტო თავდასხმები“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება შავ ზღვაში იყოს რუსეთის ფედერაციის გემებსა და წყალქვეშა ნავებზე, არის 40-დან 50-მდე.

გარდა ამისა, მუსიენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ბოლო განცხადებაზე ომის ახალი ეტაპის შესახებ, რომ ფრონტზე მომავალი კვირები რთული იქნება.

„ახლა ომი იმ ეტაპზეა, როცა მტერი უნდა შეაჩერო, სერიოზული ზარალი მიაყენო და კონტრშეტევაზე წასასვლელად შესაბამისი ფონი შექმნა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტის თქმით, სიტუაცია სტაბილურია, კონტროლირებადი, მაგრამ არა ადვილი.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული გემები შავ ზღვაში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და საერთო ჯამში მათ ბორტზე სულ მცირე 30 საკრუიზო რაკეტა აქვთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“ - გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი

✔️უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით

✔️რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

✔️ ქვიზი - შეამოწმე, როგორ გახსოვს ქართველი პოლიტიკოსების „მარგალიტები“