მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება

პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება

თუ სენატი არ დაამტკიცებს კიევისთვის დახმარების პროექტს, პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს  უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ის სენატმა 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს კიდევ 40 მილიარდი დოლარი. ამ შემთხვევაში სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებიდან შეუფერხებლად გავა. 

„დამატებითი უფლებამოსილების გარეშე, ხელიდან ვუშვებთ  მიწოდების განხორციელების შესაძლებლობას. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

გვსურს, გვქონდეს დამატებითი უფლებამოსილებები დამტკიცებული ამ თვის მესამე კვირას, რათა უკრაინისთვის მიწოდების შეუფერხებელი ნაკადი განვაგრძოთ, ამიტომ ცხადია, ჩვენ სენატს მოვუწოდებთ, იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მაისის ბოლომდე არ მოგვიწიოს ლოდინი“, - განაცხადა კირბიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ ქვიზი - შეამოწმე, როგორ გახსოვს ქართველი პოლიტიკოსების „მარგალიტები“