მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი

რუსეთის პრეზიდენტი

„რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება“, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. 

„გარდამტეხი იქნება აგვისტოს მეორე ნაწილი. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ეს გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პრეზიდენტი პუტინი ძალიან ავად არის, მას აქვს რამდენიმე დაავადება ერთად, ერთ-ერთი არის კიბო. დიდი ხანია ვამბობთ, რუსული არმია არ არსებობს. ეს არის იარაღის  მქონე ურდო“, - აცხადებს  უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი.

მისი თქმით,  რუსეთი უზარმაზარ ზარალს განიცდის და დასძენს, რომ  ომში რუსეთის წარუმატებლობა არ გაჰკვირვებია. 

„ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენი მტრის შესახებ. ჩვენ ვიცით მათი გეგმების შესახებ“, - აღნიშნავს ბუდანოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“ - გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით

✔️ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️ უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი