მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევი ბლოკადისთვის მზადაა - უკრაინული მედია

კიევი

კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქში დარჩენილი ორი მილიონი კიეველისთვის საჭირო საკვები პროდუქტების ორკვირიანი მარაგი მოგროვდა. ამის შესახებ ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

„ქალაქი მზადაა ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გავიდა, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მარტო არ დარჩება. ქალაქის ხელისუფლებამ ბიზნესთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა მაღაზიების და აფთიაქების გასახსნელად, ხოლო ფასები შენარჩუნდა ხელმისაწვდომ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქი მადლობას უხდის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც შეძლეს დიდი და პატარა მაღაზიებისთვის უმოკლეს დროში მიეწოდებინათ ყველაზე საჭირო პროდუქტი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

✔️ მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს

✔️ ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 გმირი დაიღუპა, დაშავდა ათობით ადამიანი

✔️ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში უკვე 85 ბავშვი მოკლეს - უკრაინული მედია

✔️ რუსებმა დნეპროუდნის მერი გაიტაცეს - მერის გატაცების მეორე შემთხვევა

✔️ განადგურებულია რუსების 1 226 ჯავშანტექნიკა, 374 ტანკი, 12 000-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

✔️ „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მონასტერი დაბომბეს

✔️ რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე 8 რაკეტა გაისროლეს