მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ათობით ადამიანი

ლვოვი

ლვოვში რუსი სამხედროების მიერ სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე საჰაერო თავდასხმის შედეგად (იავოროვსკის სამხედრო სასწავლო მოედანი), დაიღუპა 35 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა, განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ პრესკონფერენციაზე. კოზიცკიმ დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი რაკეტა იყო გასროლილი.

წინასწარი მონაცემებით, მტერმა ლვოვის რაიონს რუსეთის ტერიტორიიდან ესროლა.

იავორივის სამხედრო პოლიგონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა  დასავლეთის ქვეყნებს ტვიტერზე მოუწოდა, დახურონ ცა უკრაინის თავზე.

„რუსეთი თავს დაესხა ლვოვის მახლობლად სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს. იქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვრებზე. ამის შესაჩერებლად ზომები უნდა იქნეს მიღებული. დახურეთ ცა“, - განაცხადა ალექსი რეზნიკოვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ რუსებმა დნეპროუდნის მერი გაიტაცეს - მერის გატაცების მეორე შემთხვევა

✔️ განადგურებულია რუსების 1 226 ჯავშანტექნიკა, 374 ტანკი, 12 000-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

✔️ „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მონასტერი დაბომბეს

✔️ რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე 8 რაკეტა გაისროლეს

✔️ ჩერნიგოვში საჰაერო დარტყმის შედეგად დანგრეულია 9 სართულიანი საერთო საცხოვრებელი - არის მსხვერპლი