მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის რეგიონში უკრაინელებმა მტრის სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს

განადგურებული რუსული ტექნიკა

უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა კიევის რეგიონში, კერძოდ ბუჩაში, მტრის გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პავლიუკის ტელეგრამაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ საკუთარი ძალებით ვკეტავთ კიევის რეგიონის ცას! დაახლოებით დილის 8:15 წუთზე ბუჩას რაიონში უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა ჩამოაგდეს მტრის გამანადგურებელი სუ-34! თვითმფრინავი ჩამოაგდეს სტინგერის გამოყენებით“, - განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა.

როგორც ცნობილია, ეკიპაჟის კატაპულტირება არ შეინიშნება, თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

📣 „ორით ნაკლები ქართველი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

📣 „მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს“ - იენს სტოლტენბერგი

📣 „რუსეთმა ამოწურა ადამიანური რესურსი და უკიდურეს ზომას მიმართავს“ - უკრაინის გენშტაბი

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

📣  რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი