მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველდღე ასობით ვაგონი მიდის მოლდოვის გავლით უკრაინაში, ვფიქრობ, იქ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღია, რაც ჩვენთვის საფრთხის შემცველია“ - მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ფიქრობს, რომ მოლდოვა საკუთარი ტერიტორიის გავლით უკრაინაში შეიარაღებას ატარებს, ამან კი შესაძლოა, რუსეთთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

„ყოველდღე ასობით ვაგონი მიდის მოლდოვის გავლით უკრაინაში. სატვირთო მანქანები დალუქულია. არ გამოვრიცხავ, რომ იქ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი იყოს, რაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენთვის.

ჩვენ აზრს არავინ გვეკითხება და უნებლიეთ ვხვდებით უკრაინაში საომარი მოქმედებების მონაწილე. რუსეთთან ომისთვის მზადების სანაცვლოდ, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა მოსკოვთან და არ შევასრულოთ შტატების და ევროპის მოთხოვნები“, - განაცხადა დოდონმა.

ცნობისთვის, დოდონი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთის არმიას ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია... გვესმის, რომ ბრძოლის ველზე უნდათ ჩვენი დამარცხება, აბა, სცადონ“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება, ევროპა კი იტანჯება“ - ვიქტორ ორბანი