მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელვის სისწრაფით შეუძლია უპასუხოს ყველას, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს შელახავს“ - პუტინმა საზღვაო ძალების დოქტრინას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს რუსეთის საზღვაო ძალების დოქტრინისა და გემების წესდების დამტკიცების შესახებ. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიყენოს. აღნიშნულია შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება. 

ხელმოწერის ცერემონია პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში საზღვაო აღლუმის დაწყებამდე გაიმართა. 

„რუსეთის ფედერაციის ეროვნული საზღვაო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, მე ვწყვეტ: დამტკიცდეს რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

2015 წლის 17 ივნისს დამტკიცებული საზღვაო დოქტრინა ბათილად არის აღიარებული. 

დადგენილება გემების ქარტიის შესახებ ცვლის რუსეთის შეიარაღებული ძალების შიდა სამსახურის, გარნიზონის და დაცვის სამსახურების წესდებას. ორივე დოკუმენტი ძალაში ხელმოწერის შემდეგ შედის. 

პუტინმა საკვანძო ფაქტორად საზღვაო ძალების შესაძლებლობები ახსენა. 

„მას შეუძლია ელვის სისწრაფით უპასუხოს ყველას, ვინც გადაწყვეტს შელახოს ჩვენი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მანვე დასძინა, რომ ფლოტი ღირსეულად ასრულებს სტრატეგიულ ამოცანებს ქვეყნის საზღვრებზე და მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴  უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსი აგრესორების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს - „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები

🔴 ბაქო ერევანს ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

🔴 შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ბირთვული რაკეტის ჩამოგდება? - სამხედრო ექსპერტის განმარტება