მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

ფილიპო გრანდი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის თქმით, 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა  ქვეყანა 48 საათზე ნაკლებ დროში დატოვა. მისი თქმით, ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთსა და მოლდოვაში წავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„50 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გაიქცა თავისი ქვეყნიდან 48 საათზე ნაკლებ დროში - უმეტესობა პოლონეთსა და მოლდოვაში - და კიდევ ბევრი მიდის მის საზღვრებთან“, - წერს გრანდი ტვიტერში.

„გულწრფელი მადლობა ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს, რომ ღიად ინარჩუნებენ საზღვრებს და იღებენ ლტოლვილებს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს