მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ბირთვული ნარჩენების დაზიანებით გამოწვეულ საფრთხეზე წერს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსული არტილერია გაანადგურებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური ბირთვული მტვერი შეიძლება გავრცელდეს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე.

„თუ დამპყრობლების არტილერია მოხვდება და დაანგრევს/დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური ბირთვული მტვერი შეიძლება გავრცელდეს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის შესახებ!

ოკუპანტების ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში.ეროვნული გვარდია, რომლებიც რადიოაქტიური ნარჩენებს იცავენ, მძვინვარე წინააღმდეგობას უწევს,“ - განაცხადა გერაშჩენკომ.

📢 „მსოფლიო ლიდერებო, თუ დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📢 რუსები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი

📢  როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢  „ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“ - ბორის ჯონსონი

📢  რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს

📢   უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია მიუღებლად მიგვაჩნია - ერდოღანი

📢  ზელენსკიმ რადაში საყოველთაო მობილიზაციის კანონპროექტი შეიტანა

📢 უკრაინელებმა კიდევ 3 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

📢  უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

📢  „გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

📢 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)