მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

ბოსფორის სრუტე

თურქეთმა რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

📢 რუსეთის იმპულსი უკრაინაში შენელდა, მაგრამ კონფლიქტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია - პენტაგონი

📢 ჩამოგდებული 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35 უკრაინელი პილოტის ანგარიშზეა

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს