მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსული თვითმფრივანი ჩამოვარდა

ვორონეჟის რაიონში ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

როგორც რუსული სააგენტო წერს, ეკიპაჟი დაიღუპა. რუსი სამხედროების განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდა „სამხედრო ტექნიკის გადასატანად დაგეგმილი ფრენის დროს“.

რუსები ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკის გაუმართაობას ასახელებენ. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

📢 „ხარკოვში დაახლოებით 3000 რუსი სამხედროა მოკლული“ - უკრაინელი დეპუტატი

📢 „კანადა რუსულ ბანკებს, მინისტრებს და რუსულ ელიტას სანქციებს დაუწესებს“ - ჯასტინ ტრუდო

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 რუსეთის ძალები კიევს 96 საათში აიღებენ -Newsweek

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 ბორის ჯონსონის სურვილს, რუსეთი ამოიღონ swift-ის გადახდების სისტემიდან, ოლაფ შოლცი არ ეთანხმება