მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის რეგიონში მესაზღვრეებმა მტრის შეტევა მოიგერიეს და არტილერისტი ტყვედ აიყვანეს

უკრაინელი სამხედრო

ლუგანსკის რაიონში მესაზღვრეებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა და ტყვედ აიყვანეს არტილერისტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უკრაინელი ოფიცრის თქმით, ეს რუსი დამპყრობლების თავდასხმის უკვე მეოთხე მცდელობაა.

ამჯერად, ისინი ცდილობდნენ, მალულად შეპარულიყვნენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე. მესაზღვრეები დაუპატიჟებელ „სტუმრებს“ ტყვიით გულუხვად დახვდნენ.

„რამდენიმე დამპყრობელი დარჩა უკრაინის შავი ნიადაგის გასანაყოფიერებლად. ერთი დაჭრილი ითხოვდა, არ ესროლათ მისთვის და დანებდა. ტყვემ აღიარა, რომ 2019 წლიდან არტილერისტად მსახურობს. მონაწილეობდა თუ არა იგი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, ჯერ გასარკვევია“, - წერს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 19 300-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 911 ჯავშანტექნიკა, 152 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

🔴 რუბეჟნოეს შუაგულში პოზიციური ბრძოლა დაიწყო, შესაძლოა თავდასხმა სევეროდონეცკზეც - სერგეი გაიდაი

🔴 უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

🔴 დამპყრობლები ცდილობენ, გაარღვიონ იზიუმის ტერიტორია და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ - უკრაინის გენშტაბი

🔴 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

🔴 ალექსანდროვკას აღების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა ასამდე სამხედრო და უამრავი აღჭურვილობა - უკრაინის გენშტაბი