მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

„ყველაზე რთული მდგომარეობა და მძიმე სიტუაცია ლუგანსკის ოლქშია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში რუსეთის სასტიკი და საარტილერიო თავდასხმები მიმდინარეობს.

„ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, ისინი უბრალოს კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - აღნიშნავს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე.

„არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

👉 ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - არესტოვიჩი

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico

👉 უკრაინელი პარტიზანები ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლების საშუალებას არ აძლევენ - ISW