რუსეთმა შესაძლოა, კვლავ სცადოს დარტყმა კიევსა და დასავლეთ უკრაინაზე, თუ ამის საშუალება ექნება. თუმცა, ბელორუსის არმიის გამოყენება გამორიცხულია. ამის შესახებ ავსტრიელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ტომ კუპერმა განაცხადა.
„რაც შეეხება ბელორუსის ჯარს, არა. ლუკაშენკო ერთგული მოკავშირეა და ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც პუტინი სთხოვს, გარდა ბელორუსის არმიის უკრაინაში გაგზავნისა. რადგან მისი არმია უბრალოდ დაიშლება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ლუკაშენკომ იცის, რომ ბელორუსიიდან დევნილები უკვე უკრაინის მხარეზე იბრძვიან. ბელორუსების ორი ბატალიონია, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის.
„ამიტომ, მას ეშინია, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მისი არმია დაიშლება. პუტინის მსგავსად, მისი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა. ლუკაშენკოსთვის სხვა არაფერია მნიშვნელოვანი“, - დასძინა კუპერმა.
ასევე დაგაინტერესებთ: