მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„მაფია რჩება მაფიად, ზურაბიშვილი, ივანიშვილი წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს“ - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ზურაბიშვილი, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს.

„ძალიან ხშირად, იტალიის მაფიას, კოზანოსტრას წევრებს შორის ხდება დაჯახებები, შეტაკებები, აზრთა სხვადასხვაობა, სროლებიც, მაგრამ მაფია რჩება მაფიად. ზურაბიშვილი, ივანიშვილი, ხელისუფლება, პაპუაშვილი, ღარიბაშვილი არიან ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები. არავითარი უთანხმოება ამ დანაშაულებრივ ჯგუფს შორის არ არსებობს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა პრემიერს მოუწოდა პარტიიდან წასულ ოთხ დეპუტატს, „ხალხის ძალას“, გაემიჯნოს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ლუკაშენკო პუტინის ერთგული მოკავშირეა და ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც პუტინი სთხოვს, გარდა ბელორუსის არმიის უკრაინაში გაგზავნისა“ - ტომ კუპერი

👉 ვაშინგტონი ლაყე კვერცხივითაა, რომელიც ტრამპმა გატეხა და საშუალება მოგვცა გვეგრძნო იმ ყველაფრის სუნი, რაც ვაშინგტონში ხდება - ჯეფ ვან დრიუ

👉 „დაპირების მიუხედავად, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი