მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

არესტოვიჩი

ბელორუსის გენერალურმა პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ლუკაშენკოს რეჟიმი, „ტერორიზმისკენ მოწოდების“ ბრალდებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამ ქმედებით არესტოვიჩის იმ განცხადებას უპასუხეს, სადაც ზელენსკიმ მრჩეველი უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, სარკინიგზო ომი გამოუცხადონ მტერს და დააზიანონ ხაზები.

„მტერი ყირიმის გამოყენებით, მარიუპოლზე ზეწოლას ახდენს. სარკინიგზო ხაზების გამოყენებით აგზავნის სამხედრო ტექნიკას. იგივე სტრატეგია აქვს ხერსონთან მიმართებით. საომარი მოქმედებების დაწყებამდე, პრეზიდენტთან და სამხედრო მეთაურთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზეც ვიმსჯელეთ, შესაბამისი ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით, რამაც შედეგები მოგვცა და შესაძლოა, სერიოზული საფრთხეც ავიცილეთ.

ახლა დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარე სარკინიგზო ხაზებს ეხება, თუ იმავეს გავიმეორებთ, ჩვენს ჯარს დიდი დახმარებას გავუწევთ, განსაკუთრებით, ხერსონში, ნიკოლაევში, მარიუპოლში მებრძოლ ჩვენს გმირებს მოგიწოდებთ, ყველას, ვინც სარკინიგზო ხაზებთან ცხოვრობთ, ასევე, სარკინიგზო დეპარტამენტის თანამშრომლებს, დააზიანეთ სარკინიგზო ხაზები, მოგიწოდებთ მტერს ტოტალური სარკინიგზო ომი გამოუცხადოთ, რადგან მტერი ამ სტრატეგიას შედარებით ეფექტურად იყენებს. მსგავსი ქმედითი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა, ბელარუსის სარკინიგზო ხაზებთან მიმართებით, ომის შემდეგ ყველაფერს აღვადგენთ, ძალიან ბევრი ქვეყანა გვიდგას გვერდით“, - აცხადებდა არესტოვიჩი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი

 იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება - იაპონური მედია (ფოტოები)

⭕ კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინაც კი თუ ძირითადი ბრძოლა მალე შეწყდება - მაიკლ კლარკი პუტინის გეგმებზე

⭕ შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება - კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურს ემუქრება

⭕ ბაშარ ალ-ასადმა პირობა დადო, რომ რუსეთს 40 000 სირიელ ბოევიკს გაუგზავნის

⭕ მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

 საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - ლანდსბერგისი

⭕ თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას

⭕ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)