მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონი უარყოფს ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის სისასტიკის აღსაწერად - CNN

საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელ France 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამის შესახებ CNN წერს.

კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.

„მინდა გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა საფრანგეთის თანამშრომლობა უკრაინასთან სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

„რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი, ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები“, - განაცხადა მაკრონმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „თუ ომი წლები გაგრძელდება“ - პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებლებს უმასპინძლებს

👉 19 800-ზე მეტი სამხედრო, 739 ტანკი, 158 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგები

👉 რუსეთი ბელგოროდის რეგიონში აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ჯარს აგროვებს - სატელიტური სურათები