მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მალაიზიური MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს

მალაიზიური MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, იგორ გირკინი (სტრელკოვი) დროებით ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ფრონტის ხაზთან მოხალისედ მისვლას ცდილობდა იმ პასპორტის გამოყენებით, რომელიც სპეცსამსახურებში მომუშავე ადამიანებს აქვთ. 

იგორ გირკინი, იგივე იგორ სტრელოკვი 2014 წელს ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია.

ის, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თვითმფრინავის, MH17-ის უკრაინის თავზე ჩამოგდებასთან. გირკინმა, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება ამ საქმეზე ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს, 2020 წელს, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში თავი „არაპირდაპირ დამნაშავედ“ აღიარა და თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

✔️ უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და შეანელა რუსეთის ფედერაციის წინსვლა - NYT

✔️ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

✔️ კრემლის გადაწყვეტილებით 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის დასამალად განადგურდა - ISW