მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარია ზახაროვა: ბუჩაში მოკლული მოსახლეობის კადრები, აშშ-მა შეუკვეთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ამსახველი კადრები, როგორც რუსეთის მიმართ წარმოებული შეთქმულების ნაწილი, აშშ-მა შეუკვეთა. ამის შესახებ Reuters-ზე დაყრდნობით The Guardian იტყობინება.

„ვინ არიან პროვოკაციის ოსტატები? რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ნატო“, - თქვა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის მყისიერი აჟიოტაჟი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოების გავრცელების გამო, მიუთითებს, რომ ეს ამბავი რუსეთის რეპუტაციის შელახვის გეგმის ნაწილი იყო.

„ამ შემთხვევაში, მეჩვენება, ის ფაქტი, რომ ამ მასალების გამოჩენის პირველივე წუთებში, ეს განცხადებები [რუსეთთან დაკავშირებით] გაკეთდა, ეჭვს არ ტოვებს ვინ შეუკვეთა ეს ამბავი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

აღნიშნული განცხადების დასადასტურებლად, მარია ზახაროვას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „აშშ-მა შეგნებულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარების გაყვანისთანავე უკრაინამ ბუჩაში ცეცხლი გახსნა“ - აშშ-ში რუსეთის ელჩი

📢 რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, უკრაინაში 60 000 ადამიანის გაგზავნა სურს - უკრაინის გენშტაბი

📢 ევროკავშირმა 6 აპრილს შესაძლოა, რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო დააწესოს - Financial Times

📢 ხელახლა არჩეულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ოპონენტი უწოდა

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)