მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა 6 აპრილს შესაძლოა, რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო დააწესოს - Financial Times

გაზი

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 6 აპრილს გეგმავენ შეხვედრას, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულმა სანქციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს, როგორც ინდივიდუალურ შეზღუდვებზე, ასევე, რუსული საქონლის ექსპორტის ემბარგოზე. საუბარია რუსეთიდან ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის იმპორტის ემბარგოზე, ასევე, ევროკავშირის პორტებში რუსული გემების გამოყენების აკრძალვაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა „რუსული ენერგორესურსების ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებები სულ უფრო ძლიერდება“.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 მარია ზახაროვა: ბუჩაში მოკლული მოსახლეობის კადრები, აშშ-მა შეუკვეთა

📢 „აშშ-მა შეგნებულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარების გაყვანისთანავე უკრაინამ ბუჩაში ცეცხლი გახსნა“ - აშშ-ში რუსეთის ელჩი

📢 რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, უკრაინაში 60 000 ადამიანის გაგზავნა სურს - უკრაინის გენშტაბი

📢  „კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“ - ალექსეი რეზნიკოვი

📢 ხელახლა არჩეულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ოპონენტი უწოდა

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)