მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლში დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა - ალყის 27 დღე და განადგურებული ქალაქი

მარიუპოლის სკოლა

რუსეთის ალყის დროს მარიუპოლში დაიღუპა თითქმის 5 000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. მონაცემები მედიას მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ მიაწოდა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.

„ალყის 27 დღის განმავლობაში, 27 მარტის მდგომარეობით, მარიუპოლში თითქმის 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ პერიოდში მტრის დაბომბვამ დააზიანა 2 340 საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც 1 560 (60%) პირდაპირ მოხვდა კორპუსს, 1 040 (40%) კი განადგურდა. კერძო სექტორში დაზიანდა 61 200 (90%) შენობა, საიდანაც 40 800 (60%)  შენობას პირდაპირ მოხვდა, ხოლო 27 200 (40%) განადგურდა.

ასევე, განადგურდა 3 საავადმყოფო, დაზიანდა კიდევ 7. გარდა ამისა, დაზიანდა 57 სკოლა და 70 საბავშვო ბაღი.

ქალაქში, ასევე, დაზიანდა ორი ქარხანა, პორტი და სამხედრო ნაწილი.

მარიუპოლი ბლოკადამდე 140 000-მდე ადამიანმა დატოვა. შემდეგ კი 150 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 170 000 ადამიანი დარჩა ალყაში, 30 000 კი დეპორტირებული იქნა რუსეთის მიერ.

მარიუპოლის მერმა აღნიშნა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ მიახლოებითია, რადგან დაღუპულთა ზუსტი დათვლა ამჟამად შეუძლებელია, რადგან ბრძოლა მიმდინარეობს.

მარიუპოლში რუსეთის ჯარებმა ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. დამპყრობლები ბომბავენ უიარაღო ადამიანებს და ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

👉 დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან“ - ირპენის მერი

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს

👉 17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს