მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს - მერის მრჩეველი (ფოტო)

მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს

მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი  ცხედრების ნაგავსაყრელად აქციეს, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, სუპერმარკეტში ადამიანების ცხედრები ყრია. 

„კიდევ ერთი საშინელი აღმოჩენა სუპერმარკეტში... რუსებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს“, - განაცხადა პეტრ ანდრიუშჩენკომ.

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ასეთი ვითარება დამპყრობლების არაადამიანურობის და ეპიდემიის საფრთხის აშკარა დემონსტრირებაა.

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს ქალაქს ემუქრება ინფექციების გავრცელება, კერძოდ, ჭირი და დიზენტერია.

„ექიმები აცხადებენ საშიშროების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს. ინფექციური დაავადებების, დიზენტერიის, ჭირის და სხვა დაავადებების გავრცელება შეიძლება მოხდეს  ზაფხულში“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 🎥 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️🎥 მინუს რამდენიმე ოკუპანტი - 24-ე ბრიგადის მეომრები განადგურების ვიდეოს ავრცელებენ

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი