მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს“ - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

ომის შემდეგ უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა იმუშაონ. 

„უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზის, წყალბადის წარმოებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის. ამბიციური „მწვანე მოდელი“ შეიძლება განხორციელდეს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაში.

უკრაინას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში მისი მიწისქვეშა გაზის საწყობების უზრუნველყოფით. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლით, უკრაინას შეუძლია, რომ ევროპას დიდი მოცულობით ელექტროენერგია მიაწოდოს“, - განაცხადა შმიგალმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი აპირებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე წავიდეს“ - მედვედევი

✔️ რუსი სამხედროების მძიმედ შეიარაღებული ჯგუფი ხერსონიდან ყირიმში გაიქცა - Meduza

✔️ უკრაინა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს, რათა ზამთარში რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვას - Politico

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

✔️ რუსეთში ალა პუგაჩოვას სიმღერები აკრძალეს