მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გახაროთ, მარიუპოლში „აზოვსტალს“ დღეს ავიღებთ“ - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას დღეს დაიკავებენ. 

„მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია ვახარო იმ ხალხს, ვინც ელოდება უკრაინის რესპუბლიკაში მშვიდობასა და  სტაბილურობას. დღეს, ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით, ჩვენ დავასრულებთ ბენდერებს მარიუპოლში და „აზოვსტალს“ მთლიანად ავიღებთ“, - განაცხადა კადიროვმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩვენ ვათავისუფლებთ დონეცკსა და ლუგანსკს“ - შოიგუ

👉 რუსეთი ბელორუსიაში შეჭრას გეგმავდა - უკრაინის დაზვერვა

👉 ამერიკელებს მენტალობაში რაღაც კარგად ვერ აქვთ - სერგეი ლავროვი

👉 ჯერჯერობით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განიხილავს - ლავროვი

👉 „უკრაინაში გერმანული ტანკები პუტინს კი არ შეაჩერებენ, არამედ თავად გერმანიას, ეს ძალიან საშიშია მათთვის“ - რუსული მედია