მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს - რუსული მხარე

უკრაინაში პუტინის ნათლია და დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

„მოსკოვი აპირებს შეისწავლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობა“, - ამის შესახებ  სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. 

„ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკზე „აზოველების“ გაცვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა სლუცკიმ. 

რაც შეეხება აზოვსტალს, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „აზოვსტალი“ სრულად გათავისუფლებულია“. უკრაინელი სამხედროებისგან ქარხნისა და ქალაქის „სრული გათავისუფლების“ შესახებ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოახსენა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავა. ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია ღალატში. რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 

ამავე თემაზე: 

➖  უნგრეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ატომურ ბომბს შეადარა

➖  თურქეთი ელის, რომ შვედეთი ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს - ერდოღანი 

➖  „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა“ - ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია

➖  საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა გაგრძელდება - რუსული მხარე

➖  რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა