მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა“ - ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია

პორტუგალიის პრემიერი

უკრაინის ქალაქ ირპენს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა ეწვია. 

ირპენში ვიზიტის შესახებ პორტუგალიის პრემიერმა ტვიტერზე დაწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულით არის გაოცებული. 

„მე გავხდი სასტიკი და გაუმართლებელი თავდასხმის მომსწრე. ომი ყოველთვის ეხება უდანაშაულო ადამიანებს. ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ჰქონდათ შესანიშნავი ცხოვრება, სამსახური, სახლი, მაგრამ სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფრის დატოვება მოუწიათ. ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო ვარ გაოცებული“, - წერს ტვიტერზე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი. 

პორტუგალიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამომხატველია. 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში. პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა კოსტამ.

ამავე თემაზე: 

➖    საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა გაგრძელდება - რუსული მხარე

➖  რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

➖  ომში ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

➖   ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს აჩერებენ

➖  პოლონეთმა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა გადასცა

➖  ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი უკრაინელის დეპორტაცია განახორციელეს - ლუდმილა დენისოვა