მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი ელის, რომ შვედეთი ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, „ანკარა ელის შვედეთისგან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ bbc წერს.

თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთსა და ფინეთში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) სამხედრო ჯგუფთან და ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებთან, რომლებსაც ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში  ადანაშაულებს.

„სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს დაწესებული იარაღის ექსპორტის ემბარგო უნდა გაუუქმდეს“, -  იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

ერდოღანმა და ანდერსონმა პირველად ისაუბრეს მას შემდეგ, რაც სკანდინავიურმა ქვეყნებმა სამხედრო ალიანსში განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. 

ამავე თემაზე: 

➖  „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა“ - ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია

➖  საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა გაგრძელდება - რუსული მხარე

➖  რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

➖  ომში ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

➖   ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს აჩერებენ