მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას“ - ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს კრიტიკით გამოეხმაურა. ერდოღანის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა მტკიცე პოზიცია არ დაიკავეს. ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ჰაზრათ ალის მეჩეთში ლოცვის შემდეგ განცხადებების გაკეთებისას ერდოღანმა თქვა, რომ ნატოს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა.

„ნატომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას. როგორც ჩვენი საელჩო, ასევე საკონსულოს გენერალური შტაბი მზად არიან გადადგან ნებისმიერი ნაბიჯი.

სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველა დასავლურ ქვეყანას, ამ მომენტისთვის, არ აქვს სერიოზული და მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს