მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, აფხაზეთზეც გავრცელდება“ - ნატალი სმირი

რუსი სამხედროები

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად აფხაზეთსაც შეეხება“, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა ნატალი სმირმა განაცხადა.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეიარაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

ე.ი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება. არ ვიცი, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას კოლექტიურ დაცვაში, ამის თქმა სიზუსტით შემიძლია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ასე რომ, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამ ომის მონაწილეები, ეს არის და ეს“, - განაცხადა სმირმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 პუტინის განკარგულების საიდუმლო პუნქტი 1 მილიონი რუსის მობილიზების საშუალებას იძლევა - მედია

👉 „სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 რუსეთში მობილიზება უკიდურესად არაპოპულარული იქნება, პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 სხვადასხვა პენსიაზე გასულ იდიოტს გენერლების ზოლებით არ სჭირდებათ ჩვენი შეშინება ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით - დიმიტრი მედვედევი

👉 „აგრესიული არ იყო, დროდადრო, რაღაც, ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი“ - მძევალი ვანო ხეცურიანი გრიგოლ ნარსიაზე