მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნორვეგიამ გამოაცხადა მზადყოფნა, დაკეტოს საზღვრები რუსებისთვის - მედია

რუსების შესვლა ნორვეგიაში

ნორვეგიამ, ფინეთის მაგალითზე, შესაძლოა, დააწესოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებზე. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ემილი ენგერ მეჰლმა განაცხადა.

„თუ საჭირო იქნება, ჩვენ სწრაფად დავკეტავთ საზღვარს და ცვლილებები შეიძლება მოხდეს უმოკლეს დროში”, - თქვა მეჰლმა და დასძინა, რომ ნორვეგიაში ფინეთთან შედარებით ცოტა ადამიანი მიდის და აქ სიტუაცია განსხვავებულია.

ნორვეგიის ხელისუფლებამ ტურისტული ვიზების აღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაისში გაამკაცრა, მას შემდეგ რაც გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა.

„სტორსკოგი არის ჩვენი ერთადერთი სასაზღვრო პუნქტი რუსეთთან. ჩვენ მჭიდრო დიალოგში ვართ პოლიციასთან და საბაჟოებთან საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ყურადღებით ვამოწმებთ ყველა ჩამოსულს“, - თქვა მეჰლმა

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის მოადგილე“ გაანადგურეს - მედია

👉„რუსეთის გაუქმების“ დაუფიქრებელი კურსის გატარებით ანგლო-საქსებმა მიაღწიეს მთელი კოლექტიური დასავლეთის უპირობო დამორჩილებას“ - სერგეი ლავროვი

👉 დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება - სერგეი ლავროვი

👉 „ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები - გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველო - ადამ კინზინგერი