მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NYT რუსი სამხედროების მიერ ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს

NYT რუსი სამხედროების მიერ, ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს

New York Times-ი რუსი მედესანტეების მიერ ბუჩაში რვა ადამიანი სიკვდილით დასჯის ვიდეოს აქვეყნებს. გამოცემამ მსხვერპლთა ვინაობაც დაადგინა.

ესენი არიან: ანატოლი პრიხოდკო, ანდრეი მატვიჩუკი, ანდრეი ვერბოვი, დენის რუდენკო, ანდრეი დვორნიკოვი, სვიატოსლავ ტუროვსკი, ვალერი კოტენკო და ვიტალი კარპენკო.

43 წლის მშენებელი, ივან სკიბა კი სიკვდილს გადაურჩა.

შემთხვევა ბუჩაში იაბლონსკას ქუჩაზე მოხდა. New York Times-ის ინფორმაციით, რუსი მედესანტეები პატრულირებისას სახლებს ჩხრეკდნენ, იმავე ქუჩაზე, ივან სკიბა და კიდევ 5 უკრაინელი მორიგეობდნენ იმპროვიზებულ საგუშაგოზე. მათ ადგილობრივები გააფრთხილეს რუსების მოახლოების თაობაზე, რის შემდეგაც ერთ-ერთის სახლში დაიმალნენ. დაახლოებით ერთ საათში რუსებმა მათ სამალავს მიაგნეს და იარაღის მუქარით უკრაინელები ქუჩაში გაიყვანეს, დააჩოქეს და ისე დახვრიტეს.

დაღუპული ადამიანების ცხედრები ეზოში თვეზე მეტხანს იყო. შენობის კედლებს და საფეხურებს ნატყვიარები აჩნდა. 

გამოცემის ცნობით, მედესანტეები, რომლებმაც მოქალაქეები დახოცეს, რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან არიან.  ადგილზე დატოვებული და შემდეგ აღმოჩენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რუსი სამხედროები 104-ე პოლკიდან იყვნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉დიდია ალბათობაა იმისა, რომ პოპასნაიას ჩრდილოეთით მდებარე უკრაინული ძალები ოკუპანტებმა ალყაში მოაქციონ - ანალიტიკოსები

👉პუტინის მთავარი იდეა - ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა

👉აგრესორების მიერ ლუგანსკის მორიგ დაბომბვას 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - BBC

👉1 700-მდე „აზოვსტალის“ დამცველი ჩაბარდა რუსეთის ჯარებს - ბრიტანული დაზვერვა

👉🎥 ლვოვის მედესანტეებმა ოკუპანტების ორი ტანკი გაანადგურეს