მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი უკრაინელის დეპორტაცია განახორციელეს - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, აგრესორებმა თავიანთ ტერიტორიაზე 1 377 925 უკრაინელის დეპორტაცია განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„21 მაისის დილის მდგომარეობით რუსეთმა თავის ტერიტორიაზე 1 377 925 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მათ შორის 232 480 ბავშვი“, - განაცხადა დენისოვამ.

დენისოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებები უკრაინელების სავარაუდო ნებაყოფლობით გადაადგილების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინაში არსებობს იძულებითი და წინასწარ დაგეგმილი დეპორტაციის უდავო მტკიცებულება.

შემდეგი მტკიცებულება გახდა მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.

ომბუდსმენის თქმით, ჩანაწერში ჩანს მარიუპოლის მაცხოვრებლების დეპორტაციის რეალური სურათი: რუსი სამხედროების მიერ ავტომატებით გარშემორტყმული ხალხი, აღშფოთებული და შეშინებული უკრაინელები, რომლებსაც ავტობუსებში ასვლას აიძულებენ. 

ამავე თემაზე: 

1 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - ტორნადო მიჩიგანის შტატში

➖  ომის ახალი ეტაპი იწყება, კონტრშეტევა - მიხაილო პოდოლიაკი

➖ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება - ბენ ჰოჯესი

➖  კულმინაცია, სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს იქნება, როცა რუსებს რესურსი ამოეწურებათ და არც ბრძოლის სურვილი ექნებათ - ბენ ჰოჯესი

➖  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 36 ოკუპანტი და 3 ტანკი გაანადგურეს