მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა შესაძლოა, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სცადონ - ანტონ გერაშენკო

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონი გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები სამხრეთ უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის რაიონიდან ქალაქ ვოზნესენსკის მიმართულებით, სადაც მდებარეობს სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური, ოკუპანტების 20-ზე მეტი ვერტმფრენი დესანტებთან ერთად ჩაფრინდა. ისინი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან“, - აცხადებს გერაშეჩენკო. 

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 

დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-6 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: 

 📣 „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი