მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის დასრულების შემდეგ უკრაინას სრულიად ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ეყოლება - ზაზა გოგავა

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი

„რუსეთი კონტრშეტევას არ ახორციელებს, კონტრშეტევას ვინც ახორციელებს, ეს არის დაცვაში მყოფი ქვეყანა, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და შეიარაღების ძალების ექსპერტმა ზაზა გოგავამ განაცხადა. 

ზაზა გოგავას განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას სრულიად ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ეყოლება. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობენ. 

„რუსეთი კონტრშეტევას არ ახორციელებს, ის უკვე შეჭრილია უკრაინაში. რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს, რომ რაიმე პატარა ტერიტორიაც კი დაიპყროს. კონტრშეტევას ვინც ახორციელებს, ეს არის დაცვაში მყოფი ქვეყანა, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, 31 „აბრამსი“, 14 „ლეოპრად 2“ და „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები ვერ შეიტანენ დიდ გარდატეხას, მაგრამ ეს ის პირველი მერცხალია, ეს ის ტანკებია, რომლის გამოყენებისთვის უნდა მოემზადონ სამხედროები და ვფიქრობ, სამხედროების მომზადება გამოცხადებამდე უკვე დაწყებული იყო. 

პრაქტიკულად, ომის დასრულების, გამარჯვების შემდეგ უკრაინას სრულიად ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ეყოლება. მაგრამ, რაც შეეხება მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, არ არის გამორიცხული, რომ ამით დამთავრდეს ეს ყველაფერი. უკრაინას თუ რაიმე ზიანი აქვს ამ დანაშაული სამხედრო მანქანისგან, ეს არის სარაკეტო დარტყმები და უკვე ვხედავთ, რომ გაშვებული რაკეტების გაუნებელყოფება ხდება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე უპირატესობას არ იპოვებენ. ისინი სწორად და ერთობლივად მოქმედებენ. როდესაც ხედავ უკრაინის წარმატებას, როცა ხედავ, რომ მიწოდებული ტექნიკის სწორად გამოყენება ხდება და ყველა რჩევას ითვალისწინებენ, ამიტომ არის ასეთი დახმარება უკრაინის მიმართ“, - აცხადებს გენერალი ზაზა გოგავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს კონტრშეტევა კრემენაიას რაიონში - საბრძოლო რუკა

👉 იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

👉 როგორ დაეხმარება უკრაინას „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ - შეიარაღების ექსპერტის განმარტება

👉 უკრაინისთვის F16-ის მიწოდების შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზე ყველაფერი შეიცვლება და რუსეთი ადრე თუ გვიან დამარცხდება - გიორგი კობერიძე

👉„აბრამსები“, „ჩელენჯერები“ და „ლეოპარდები“ - ტანკების უპირატესობები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს